Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მონაკო ზაკარიას ტრანსფერზე მუშაობს

მონაკო იუვენტუსის ნახევარმცველის დენის ზაკარიას ტრანსფერით ინტერესდება.

შვეიცარიელი ნახევარმცველი ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის და ბიანკონერი მის გაყიდვას უკვე დიდი ხანია ცდილობს.

26 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ვესტ ჰემი და ლაიფციგი იჩენდნე, თუმცა ბიანკონერის მოთხოვნილი 20 მილიონის გადახდა არც ერთმა მათგანმა არ მოისურვა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მონაკოს ინტერესი ზაკარიას მიმართ სერიოზულია და არ არის გამორიცხული, მათ მოთხოვნილი 20 მილიონის გადახდა მოისურვონ კიდეც.