მონაკოს ნახევარმცველი რომას სატრანსფერო სიაში…
რენატუ სანჩესის ხშირი ტრავმიანობის გამო, რომა ნახევარმცველის ძიებას შეუდგა და ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე უკვე შეარჩია კიდეც.
სანჩესი რომაში 1-წლიანი იჯარის წესით იმყოფება, მისი შემდგომში გამოსყიდვის შესაძლებლობით, რაც გახდება სავალდებულო, თუ პორტუგალიელი ჯალოროსის მატჩების 55 პროცენტში მიიღებს მონაწილეობას, ეს კი ამ მომენტისთვის რთული წარმოსადგენია.
Il Tempo-ს ცნობით, რომა სანჩესის შენარჩუნებას არ აპირებს და მის ნაცვლად მონაკოს იუსუფ ფოფანას გაფორმებას ეცდება, რომლის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და იტალიელებს მისი უფასოდ გაფორმების იმედი აქვთ.