Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მონცამ მსურველებს დი გრეგორიოს ფასი შეუთვალა

მილანი, ინტერი და იუვენტუსი მონცას კარის დარაჯის მიკელე დი გრეგორიოს მიმართ ინტერესს ინარჩუნებენ, თუმცა მისი გაფორმება საკმაოდ მსუყე ინვესტიციას მოითხოვს.

იუვენტუსი ვოიცეხ შესნის, ინტერი კი იან ზომერის ხანგრძლივი შემცვლელის ძიებაშია, მილანი კი მაიკ მენიოს შესაძლო გაყიდვისთვის ემზადება და იტალიელი კარის დარაჯი მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, მონცა მიმდინარე სეზონის სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო კიპერს მარტივად არ შეელევა და მის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს.