მონცას იტალიელი ნახევარმცველი იუვეს სატრანსფერო სიაში…
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი მონცას ახალგაზრდა ნახევარმცველის ანდრეა კოლპანის ტრანსფერით ინტერესდება.
24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 10 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო, რითიც არაერთი გრანდის, მათ შორის იუვენტუსის ინტერესი დაიმსახურა.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, მონცასა და იუვენტუსს შორის კოლპანის თაობაზე პირველი კონტაქტი უკვე შედგა. წყაროს ცნობით, ლომბარდიული გუნდი იტალიელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, იუვე კი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში ფაბიო მირეტის ჩართვით ეცდება, რომელიც მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებს…