Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოტამ ბოლონიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა

გავლენიანი იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, ტიაგო მოტამ ბოლონიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და გუნს სეზონის ბოლოს დატოვებს.

იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტის მიმდინარე ხელშეკრულება მოტას ზაფხულში ეწურება და რა თქმა უნდა, როსობლუს მისი შენარჩუნება სურდა, მაგრამ წყაროს ცნობით, მოტა მიიჩნევს, რომ მისი ციკლი ბოლონიაში დასრულდა.

გამოცემის ინფორმაციით, მოტა დიდი ალბათობით მომდევვნო სეზონიდან იუვენტუსის მწვრთნელი იქნება.