Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოტამ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ბოლონიას მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ტორინოსთან მატჩის შემდეგ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„დავრჩები თუ არა გუნდში ალონსოს მსგავსად ? ჩაბის თავისი მიზეზები ჰქონდა, მე კი ჩემი მაქვს. ახლა ჩემი მომავალი მნიშვნელოვანი არ არის, ახლა მთავარი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაა.

„მე სეზონის დარჩენილ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული და იმ თემაზე, გვსურს თუ არა მუშაობის ერთად გაგრძელება, ამის შემდეგ ვისაუბრებთ.

„როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, მე ბოლონიას ყოველთვის ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.“