Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ აზმუნი ? ჩვენ კიდევ ერთ ფორვარდს გავიფორმებთ“

რომას მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ვერონასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„აზმუნის ტრანსფერი ? როდესაც დირექტორმა აზმუნის კანდიდატურა შემომთავაზა, მან მითხრა, რომ ჩვენ კიდევ ერთ ფორვარდს გავიფორმებთ. ბელოტი, აზმუნი და კიდევ ერთი შემტევი, რაც სრულიად საკმარისია.

„ვერონასთან მატჩს რაც შეეხება, მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არის. მათ ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ, მაგრამ რომა ამ შეხვედრას მომზადებული ხვდება.

„გუნდს დიბალა და ლორენცო უბრუნდებიან, სანჩესი კუნთის მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

„სანჩესის ტრავმა ? თუ ქვენ მისი ტრავმების ისტორიას გადახედავთ, ეს გასაკვირი არ არის. რენატუ შესანიშნავი ფეხბურთელია, ის მწყობრში პსჟ-ს სტარტერი იყო, მაგრამ რომ არა ასეთი პრობლემები ჩვენ მის გაფორმებას ვერ შევძლებდით.

„დიბალას გაფორმებაც სწორედ ამ მიზეზით შევძელით. გუნდებს მისი ფიზიკური პრობლემების გამო გარკვეული ეჭვები ჰქონდათ, რითიც ვისარგებლეთ და პაულოს გაფორმება შევძელით. ეს ჩვენი რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ.

„მიზნები მიმდინარე სეზონში ? ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის მომდევნო მატჩში გამარჯვებაა. ინტერი, მილანი, ნაპოლი და იუვე ტიტულისთვის იბრძოლებენ. რომა ამ მომენტისთვის პოტენციურად მე-5 მე-8 პოზიციის გუნდია, მაგრამ ჩვენ მუშაობის, განვითარებისა და ბრძოლის შედეგად ოთხეულისთვის ბრძოლა შეგვიძლია.“