მოურინიო:“ მე ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ“
რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ინტერთან მატჩი შეაფასა.
„რა ვუთხარი ფეხბურთელებს საფინალო სასტვენის შემდეგ ? მე ბიჭებს ვუთხარი, რომ მათი ძალიან ვამაყობ იმ მონდომებისა და დაუღალავი შრომის გამო, რომელიც მათ მოედანზე აჩვენეს, ფეხბურთელები, რომლებიც ტკივილგამაყუჩებლებითა და ტრავმებით თამაშობენ. ჩემი ფეხბურთელები და ჩვენი ქომაგები გამორჩეულები არიან და ამას ყოველ მატჩზე ამტკიცებენ.
„თქვენ მე კარგად მიცნობთ და იცით, რომ მარცხი ჩემთვის რთული მისაღებია, მაგრამ ახლა სახლში უდიდესი სიამაყის გრძნობით მივდივარ.
„ჩვენი მეტოქე იტალიაში საუკეთესო გუნდი იყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშობს, ჩემი ფეხბურთელები კი გადაღლილები არიან. მანჩო, ლორენცო, კრისტანტე, ისინი სულ თამაშობენ, ჩემი მოსვლისას ბოვე იჯარით ტრიესტინაში მიდიოდა, ინტერთან კი მან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, რაც მე ძალიან მახარებს.“