Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ჩვენ ევროპა ლიგასა და სერია ა-ში მაქსიმალურად კარგი შედეგებისთვის ბრძოლა გვინდა…“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ სლავიასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ვაპირებთ თუ არა ძალების შენახვას რომაული დერბის წინ ? რაც მე პროფესიონალური კარიერა დავიწყე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის მომდევნო შეხვედრაა და გამონაკლისი არც ეს მატჩი იქნება.

„ჩვენ წინა შეხვედრაში სლავიას კარში სწრაფი გოლის გატანა შევძელით, რამაც საქმე გაგვიმარტივა, თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ წინ მარტივი შეხვედრა გველოდება. მათ ძალიან ძლიერი, ორგანიზებული გუნდი ჰყავთ, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს.

„არის თუ არა ფინალში გასვლა ჩვენი მიზანი ? ჩვენი სურვილი როგორც ევროპა ლიგაზე, ასევე სერია ა-ში მაქსიმალურად კარგი შედეგებისთვის ბძოლაა. წინ რთული გზა გველოდება, მაგრამ ჩვენ რომელიმე ტურნირზე უარის თქმას არ ვაპირებთ.“