Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ჩვენ გრანდების მსგავსი რესურსები არ გვაქვს…“

რომას მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლეჩესთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ლეჩესთან მატჩში გუნდს რენატუ და პაულო უბრუნდებიან, მაგრამ ისინი ჯერჯერობით საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში არ არიან. ჩვენ რისკზე წასვლას არ ვაპირებთ და ვნახოთ, დაგვჭირდება თუ არა მათი დახმარება.

„კრიტიკა რომას მიმართ ინტერთან მარცხის გამო ? როდესაც ინტერს სასტარტო შემადგენლობის 5 წევრი აკლია, მათ სათადარიგოთა სკამზე ანალოგიური დონის 5 ფეხბურთელი ჰყავთ, როგორც ეს ტოპ დონის გუნდს შეეფერება, ჩვენ კი ასეთი ფუფუნება არ გვაქვს.

„ჩვენ წინა მატჩები უნდა დავივიწყოთ და ლეჩესთან შეხვედრაზე ვიფიქროთ. ისინი კონტრ-შეტევებზე ძალიან სახიფათოები არიან, ჰყავთ კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები, ამიტომ რთული მატჩისთვის მზად უნდა ვიყოთ.

„არის თუ არა დატვირთული კალენდარი პრობლემა ? ჩვენ სეზონის სტარტზევე ვიცოდით, რომ ასეთი რთული კალენდარი გვექნებოდა. ზოგ გუნდს ამისთვის უფრო მეტი რესურსი აქვს, ჩვენ კი ტრავმებისა და შედარებით მოკლე სკამის გამო სირთულეები გვექმნება, თუმცა ევროპულ ტურნირებზე თამაში გუნდის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გვსურს, რომ ევროპა ლიგაზე მაქსიმალურად დიდი ხანი დავრჩეთ.“