Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ დამსახურებული მარცხი სლავიასთან…“

რომას მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სლავიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ დღევანდელ მატჩში ყველაფერი გვაკლდა, არც მე და არც ერთ ჩემ ფეხბურთელს ამ თემაზე საუბარი არ გვსურს.

„შედეგი აბსოლუტურად დამსახურებულია, სლავიამ მოედანზე გვაჯობა და დამსახურებული ქულები მოიპოვა.

„შემიძლია ვთქვა, რომ ედოარდო ბოვეს გარდა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოდა და ყველა მომენტში თავს არ ზოგავდა, დღეს ყველამ მარცხი დაიმსახურა.

„არის თუ არა ეს მოახლოებული დერბის ბრალი ? არა, ჩვენთვის მთავარი ყოველთვის მომდევნო მატჩია, ამიტომ ასეთ ცუდ თამაშს დერბის ვერ დავაბრალებთ.“