Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ რომას გამორჩეული ქომაგები ჰყავს“

რომას მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლეჩესთან მატჩი შეაფასა.

„ეს ძალიან დაძაბული და რთული მატჩი იყო. ჩვენ შეხვედრა 5 ფორვარდით დავასრულეთ, ბიჭები შესანიშნავები იყვნენ, ქომაგები კი გუნდის მხარდაჭერას წამითაც არ წყვეტდნენ. ხშირად ვერ ნახავ ასეთ ვნებიან ქომაგებს, რომლებიც ანგარიშის მიუხედავად გუნდს 100 პროცენტით გვერდში უდგანან.

„როგორც მატჩის წინ ვთქვი, ლეჩე ძალიან ორგაიზებული გუნდია, რომელსაც კონტრ-შეტევებზე თამაში შესანიშნავად შეუძლია და მათ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. მათ გამო ვწუხვარ, რადგან მეტოქემ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.

„ლუკაკუ ? რომელუ ძალიან ემოციური ბიჭია, რომელზეც 11-მეტრიანის გაცუდებამ ცუდად იმოქმედა, თუმცა მან მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლი გაიტანა და ეს გუნდს კიდევ უფრო დიდ მუხტს მისცემს.

„კიდევ ერთი ქამბექი ? ეს გუნდის მენტალობის, გულისა და ქომაგებთან კავშირის დამსახურებაა. მე ბევრ გუნდში მიმუშავია და არასოდეს მინახავს ტიფოზები, რომლებიც მარცხის დროსაც კი გუნდს ასე მხურვალედ უჭერდნენ მხარს.“