მოურინიო:“ ვერ ვიტყვი, რომ რომას ტრანსფერებით კმაყოფილი ვარ“
რომას მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სალერნიტანასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„დიბალასა და პელეგრინის არყოფნა დისკვალიფიკაციის გამო ? ვფიქრობ, რომ გასული სეზონის ყვითლების გამო ფეხბურთელების მომდევნო სეზონში დისკვალიფიკაცია ძველმოდურია, თუმცა ჩვენ წესებს უნდა დავემორჩილოთ.
„მატიჩის წასვლა ? მე დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ, თუ ნემანიას უნდა, ამ საკითხზე შეუძლია თავად ისაუბროს.
„ერთი რამ ფაქტია, მე მატიჩის დარჩენა მინდოდა, რადგან ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ჩვენ მის ადგილას ორი ფეხბურთელი გავიფორმეთ, ამიტომ მე საწუწუნო არაფერი მაქვს.
„ფორვარდის სიტუაცია ? ამ საკითხზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის, რადგან ყველამ იცის, რომ ჩვენ ფორვარდის გაფორმება გვჭირდება, მაგრამ ახლა ჩემს წუწუნს არანაირი აზრი არ აქვს.
„ვიცით, რომ აბრაჰამის დაკარგვის შემდეგ გუნდს მისი შემცვლელი სჭირდება, გუნდი და დირექტორი ახალი ფორვარდის გასაფორმებლად ყველაფერს აკეთებენ, მე კი ყურადღება ჩემს საქმეზე უნდა გავაკეთო და მატჩებისთვის საუკეთესოდ მოვემზადოთ.
„როგორ შევაფასებ გუნდის სატრანსფერო საქმიანობას ? ვერ ვიტყვი, რომ 100 პროცენტით ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენ გარკვეული პრობლემები გვაქვს, მაგრამ Fair Play-ს გამო არსებული პრობლემებისა და ფინანსური სირთულეების ფონზე, გუნდი შემადგენლობის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს.“