მოურინიოს დისკვალიფიკაცია ემუქრება…
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორმა ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და არ არის გამორიცხული, პორტუგალიელს დისკვალიფიკაცია მიესაჯოს.
გამოცემა ANSA-ს ინფორმაციით, ფედერაცია მონცასთან მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიოს სიტყვებით დარჩა უკმაყოფილო, რომელმაც განაცხადა, რომ დანიელე ჩიფი, რომელიც შეხვედრის მთავარი არბიტრი გახლდათ, მის კარიერაში ყველაზე ცუდი მსაჯი იყო.
დისკვალიფიკაციის მისჯის შემთხვევაში, მოურინიო ინტერთან უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოტოვებს.