Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიოს ეფექტი – რომამ ბილეთების გაყიდვით კოლოსალური თანხა გამოიმუშავა…

რომას რიგებში ჟოზე მოურინიოს გამოჩენის შემდეგ, ჯალოროსის ქომაგებს ენთუზიაზმი დაუბრუნდათ, რაც მათ საშინაო მატჩებზე ნათლად აისახება.

2021 წლიდან მოყოლებული, რომას საშინაო მატჩების უმეტესობა სრული ანშლაგის ფონზე ტარდება, რაც გუნდის ფინანსურ სიტუაციას საგრძნობლად აუმჯობესებს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს გუნდში მისვლის შემდეგ, რომამ მხოლოდ მატჩების ბილეთების გაყიდვით ყველა ტურნირზე 70 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა…