Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიოს პრეს-კონფერენცია სევილიასთან მატჩის წინ

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ სევილიასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ეს ძალიან გრძელი თავგადასავალი იყო, ჩვენი მეტოქისგან განსხვავებით, რომელიც ევროპა ლიგას ჩემპიონთა ლიგიდან შემოუერთდა.

„ჩვენ ფინალში მოსახვედრად 14 მატჩი ვითამაშეთ და აქ ყოფნა დავიმსახურეთ. ბოლო 2-3 დღის განმავლობასი გუნდმა კარგად იმუშავა და რომა ფინალისთვის მზად არის.

„სევილიას ისტორია ევროპა ლიგაზე ? ჩვენი მეტოქეები ფიქრობენ, რომ ისინი ფავორიტები არიან, რადგან ამ ტურნირზე წარმატებული ისტორია აქვთ, ჩვენ მათ პატივს ვცემთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ წარსულში მიღწეული წარმატებები ამ შეხვედრაში ვერაფერს შეცვლის.

„მათთვის ევროპა ლიგის ფინალში თამაში ფაქტობრივად ნორმაა, ჩვენთვის გამორჩეული მოვლენა. სევილიას ქომაგებისთვის, ევროპა ლიგის ფინალი ლა ლიგას მატჩისავითაა, ჩვენთვის კი ისტორიული მოვლენა, რომელსაც დიდი მოტივაციით ვხვდებით.

„ჩემი მომავალი ? ახლა მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სხვა გუნდებთან არანაირი კავშირი არ მქონია, რადგან ახლა ჩემი ერთადერთი საფიქრალი ხვალინდელი შეხვედრაა.

„სხვაობა რომასა და სევილიას შორის ? სევილიასა და რომას ბიუჯეტი რადიკალურად განსხვავდება. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც გასულ სეზონში ბ გუნდში თამაშობდნენ. სევილიას ფეხბურთელებს უფრო მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც უკვე 2 წელია ერთად თამაშობს, რაც დიდი პლიუსია.

„დიბალა ? ხვალ მას 20-30 წუთი თამაში შეეძლება.“