Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიოს პრიორიტეტი რომაში დარჩენაა…

იტალიური მედიის ცნობით, რომას თავკაცის ჟოზე მოურინიოს პრიორიტეტი ჯალოროსის რიგებში დარჩენაა.

პორტუგალიელი სპეციალისტის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და მას მსურველები როგორც ევროპაში, ასევე არაბეთში მრავლად ჰყავს, თუმცა Sky Sport-ის ცნობით, ჟოზეს პრიორიტეტი რომაში დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმებაა.

წყაროს ცნობით, რომას ხელმძღვანელობა მოლაპარაკებების დაწყებას არ ჩქარობს და გადაწყვეტილებას სეზონის მსვლელობისას, გუნდის შედეგებიდან გამომდინარე მიიღებს.