Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიოს UEFA-სგან სასჯელი ელოდება…

ბრიტანული წყაროების ცნობით, რომას თავკაცს ჟოზე მოურინიოს ევროპა ლიგის ფინალური ეტაპის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო საკმაოდ სერიოზული სასჯელი ემუქრება.

ფინალური მატჩის შემდეგ, მოურინიო შეხვედრის მთავარი არბიტრის ენტონი ტეილორის მუშაობის მიმართ კრიტიკას არ მალავდა, პარკინგზე კი, სადაც ის შეხვედრის არბიტრებს შეხვდა, მათ მუშაობას სამარცხვინო უწოდა და სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა.

The Mirror-ის ცნობით, ჟოზეს ფულადი და ტექნიკური სასჯელები ემუქრება.