მოურინიოს წასვლის შემთხვევაში, რომა გუნდში ტოპ დონის მწვრთნელს მიიყვანს
იტალიურ და ევროპულ მედიაში რომას თავკაცის ჟოზე მოურინიოს გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ საუბრები არ წყდება.
პორტუგალიელი სპეციალისტი გასული კვირების განმავლობაში რამდენიმე ნაკრებს, ასევე ჩელსის, ინტერს და სხვა რამდენიმე გუნდს დაუკავშირეს. მისი კონტრაქტი რომასთან 2024 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ჟოზე გუნდისგან სატრანსფერო ფანჯარაზე მეტ აქტიურობას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის დატოვებას არ გამორიცხავს.
Il Tempo-ს ინფორმაციით, თუ მოურინიომ გუნდის დატოვება გადაწყვიტა, დენ ფრიდკინი გუნდის ამბიციების შემცირებას არ აპირებს და ჯალოროსის სათავეში რომელიმე ტოპ მწვრთნელის, მათ შორის ანტონიო კონტეს ან რობერტო დე ძერბის მიყვანას ეცდება.