მოურინიოსა და რომას შორის ურთიერთობა დაიძაბა…
იტალიური მედიის ინფორმაციით, რომას ხელმძღვანელობასა და ჟოზე მოურინიოს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა საგრძნობლად გაფუჭდა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დაძაბულობის მიზეზი არა გუნდის შედეგები, არამედ პორტუგალიელი სპეციალისტის კომენტარები გახდა, რომელმაც მონცასთან მატჩის შემდეგ როგორც გუნდის შემადგენლობა და მისი სიღრმე, ასევე მსაჯები გააკრიტიკა.
წყაროს ინფორმაციით, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ის სეზონის ბოლოს რომას დატოვებს.