Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

MR: ჩალჰანოღლუ მილანში დარჩება

, ITALY - FEBRUARY 21: Hakan Calhanoglu of AC Milan during the Italian Serie A match between AC Milan v Internazionale on February 21, 2021 (Photo by Mattia Ozbot/Soccrates/Getty Images)

მილანი ჰაკან ჩალჰანოღლუსთან და ჯიჯო დონარუმასთან ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებს, მაგრამ თუ დონარუმას შემთხვევაში სიტუაცია ძალიან რთულად გამოიყურება, იტალიური მედიის ცნობით ჩალჰანოღლუ გუნდში დარჩება.

MilanReports-ის ცნობით, მხარეებს შეთანხმებამდე 1 მილიონი ევრო აშორებთ, მაგრამ უახლოეს დღეებში ჰაკანის აგენტს Casa Milan-ში ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ კონტრაქტში ბონუსების სისტემის ჩართვით შეთანხმებას მიაღწევენ და თურქი ნახევარმცველი როსონერის რიგებში დარჩება.