მხითარიანი ინტერთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს
იტალიური მედიის ცნობით, ინტერი და ჰენრიხ მხითარიანი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, სომეხი ფეხბურთელი ინტერთან კონტრაქტს 1 წლით გაახანგრძლივებს, მისი კიდევ 1 სეზონით გაგრძელების პერსპექტივით.
წყაროს ინფორმაციით, მხითარიანს ინტერში დარჩენა სურს, ამიტომ მისი კონტრაქტის გახანგრძლივება მხოლოდ დროის საკითხია.