Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ბერნარდესკის ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური მედიის ცნობით, ნაპოლი ტორინოს ვინგერის ფედერიკო ბერნარდესკის ტრანსფერით ინტერესდება.

იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელის კარიერა MLS-ში არც თუ ისე კარგად წარიმართა და მისი იტალიაში შესაძლო დაბრუნების შესახებ უკვე დიდი ხანია იწერება.

29 წლის ფეხბურთელს ბოლონიას უკავშირებდნენ, SportMediaset-ის ცნობით კი მისი ტრანსფერით ნაპოლიც ინტერესდება, რომელიც ირვინგ ლოსანოს პოტენციური შემცვლელის ძიებაშია.