Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ჩემპიონობას ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ იზეიმებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლი სერია ა-ს ჩემპიონობას დღეს, ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ იზეიმებს.

Il Mattino-ს ცნობით, ფიორენტინასთან მატჩის დასრულებისთანავე სტადიონზე არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც უშუალოდ ფეხბურთელებიც მიიღებენ მონაწილეობას.

წყაროს ცნობით, მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია და სტადიონზე მინიმუმ 55,000 ქომაგი იქნება, პარალელურად კი ზეიმი სტადიონის გარშემო და ქალაქის ქუჩებში გაგრძელდება.