Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი და ინტერი ლენსის მცველისთვის იბრძოლებენ

ნაპოლი და ინტერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლენსის მცველის კევინ დანსოს ტრანსფერისთვის იბრძოლებენ.

24 წლის ავსტრიელმა მიმდინარე სეზონში ფრანგულ ლიგა 1-ში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და არაერთი გრანდის, მათ შორის იტალიური დუეტის ინტერესი დაიმსახურა.

SportMediaset-ის ცნობით, ლენსი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც იტალიელებს არ უნდა გაუჭირდეთ…