ნაპოლი და ოსიმენი გამოსასყიდი პუნქტის თაობაზე ვერ თანხმდებიან…
ნაპოლი ვიქტორ ოსიმენის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას აგრძელებს და მხარეებმა თითქმის ყველა დეტალი შეათანხმეს, თუმცა გამოსასყიდი პუნქტის პირობები მათ კონტრაქტის გაფორმების საშუალებას ჯერჯერობით არ აძლევს.
SportItalia-ს ცნობით, ოსიმენის ახალი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი და მისი წლიური გასამრჯელო 7.5-8 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
პრობლემა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა გახლავთ. ნიგერიელი ფორვარდის წარმომადგენლებს სურთ, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იყოს, დე ლაურენტისი კი მინიმუმ 140 მილიონი ევროს მითითებას ითხოვს…