Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი და რომა სეზონის ბოლოს კონტესთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ცნობით, მიმდინარე სეზონის ბოლოს ნაპოლი და რომა გუნდში ანტონიო კონტეს მიყვანისთვის იბრძოლებენ.

ნაპოლიმ ახლახანს რუდი გარსია გაუშვა და მის ნაცვლად გუნდში ვალტერ მაცარი მიიყვანა, რომელმაც პარტენოპეისთან 7-თვიანი კონტრაქტი გააფორმა და მოსალოდნელია, რომ ზაფხულში აურელიო დე ლაურენტისი უფრო მაღალი დონის სპეციალისტის მიყვანას ეცდება.

რომას რაც შეეხება, ჟოზე მოურინიოს მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და როგორც ჩანს, მხარეები მის გახანგრძლივებას არ აპირებენ.

SportItalia-ს ცნობით, ორივე გუნდის პრიორიტეტი ანტონიო კონტე გახლავთ, იტალიელი კი უპირატესობას იმ გუნდს მიანიჭებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას შეძლებს.