Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი გოლინის არ გამოისყიდის

ნაპოლიმ პიერლუიჯი გოლინის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

იტალიელი კიპერი პარტენოპეის რიგებში იჯარით ასპარეზობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რომლის გამოყენებას ნაპოლი გეგმავდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და გოლინი სეზონის ბოლოს ატალანტაში დაბრუნდება.

ამის მიზეზი ემპოლიში მოთამაშე ელია კაპრილე გახლავთ, რომელიც ნაპოლის საკუთრებაშია და ფლორენციაში იჯარის წესით თამაშობს. მას შესანიშნავი სეზონი აქვს, რის გამოც ნაპოლი ფეხბურთელის დაბრუნებას გეგმავს, გოლინის გამოსყიდვის საჭიროება კი აღარ არსებობს.