ნაპოლი ჯუნტოლის გაშვებას დათანხმდა და მისი შემცვლელი შეარჩია
იტალიური მედიის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი გუნდის სპორტულ დირექტორთან კრისტიანო ჯუნტოლისთან, რომელიც სკუდეტოს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლავთ, კონტრაქტის 1 წლით ადრე გაწყვეტას დათანხმდა.
იტალიელი სპეციალისტი დიდი ალბათობით იუვენტუსის სპორტული დირექტორი გახდება, პარტენოპეიმ კი მისი შემცვლელი უკვე შეარჩია.
La Repubblica-ს ცნობით, დე ლაურენტისს გუნდში ემპოლის სპორტული დირექტორის პიეტრო აკარდის ხილვა სურს, რომელმაც ბოლო წლებში არაერთი გამორჩეული ტალანტი აღმოაჩინა და მისი მუშაობის სტილი ჯუნტოლისას ძალიან ჰგავს…