ნაპოლი კამადას ტრანსფერით ინტერესდება
ნაპოლი მომდევნო სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა და გუნდის გასაძლიერებლად შესაბამის ფეხბურთელებს არჩევს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონების ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე აინტრახტის დაიჩი კამადა იქნება.
26 წლის იაპონელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურება და მისი გაფორმება ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს სრულიად უფასოდ შეეძლება.
წყაროს ცნობით, ნაპოლის კამადას ტრანსფერში კონკურენციას არაერთი ესპანური და ინგლისური გუნდი გაუწევს.