ნაპოლი ლაციოს სოუს ტრანსფერში კონკურენციას უწევს
ლაციო აინტრახტის ნახევარმცველის ჯიბრილ სოუს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა არწივებს ნაპოლის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
SportItalia-ს ცნობით, ლაციო გერმანელების მოთხოვნილი 16 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა, თუმცა ფეხბურთელისგან საბოლოო თანხმობის მიღებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
წყაროს ინფორმაციით, ნაპოლი 26 წლის შვეიცარიელს უკეთეს პირობებს სთავაზობს, ამიტომ ფეხბურთელი უპირატესობას სწორედ კამპანიელებს ანიჭებს…