Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ლოსანოს მსურველების ძიებას აგრძელებს…

ნაპოლისა და ირვინგ ლოსანოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე საბოლოოდ ჩაიშალა და პარტენოპეი მექსიკელი ფეხბურთელის გაყიდვას სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ დღეებში ეცდება.

ლოსანოს მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და პარტენოპეის მისი ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, თუმცა გუნდს მექსიკელის ხელფასის 4.5 მილიონიდან 3 მილიონამდე შემცირება სურს, რაზეც ლოსანო უარს აცხადებს, ამიტომ იტალიის ჩემპიონებს მისი გაყიდვა მოუწევთ.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლოსანოს მიმართ ინტერესს არაბული ალ-აჰლი, ასევე პსვ და სევილია იჩენენ, თუმცა ამ მომენტისთვის მოთხოვნილი 25 მილიონის გადახდას არც ერთი მათგანი არ აპირებს.