Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ნაგელსმანთან მოლაპარაკებებს შეუდგა…

ნაპოლი ლუჩიანო სპალეტის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და იტალიური მედიის ცნობით, აურელიო დე ლაურენტისმა ბოლო საათებში მოლაპარაკებები იულიან ნაგელსმანთან დაიწყო.

35 წლის გერმანელი სპეციალისტი ბაიერნის დატოვების შემდეგ უსაქმოდ არის დარჩენილი და ნაპოლის იმედი აქვს, რომ მის დარწმუნებას შეძლებს.

Il Mattino-ს ცნობით, პარტენოპეი პარალელურად ანტონიო კონტეს, ტიაგო მოტასა და ვინჩენცო იტალიანოს კანდიდატურებს განიხილავს…