Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლო ოსიმენის ახალ კონტრაქტზე მუშაობს

ნაპოლის ოფიციალური რადიოს ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენის აგენტთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Radio Kiss Kiss-ის ცნობით, პარტენოპეის პრეზიდენტი ფეხბურთელის აგენტს უკვე შეხვდა და ევროპული გრანდებისგან არსებული ინტერესის მიუხედავად, დე ლაურენტისმა ნიგერიელის შენარჩუნების და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი დააფიქსირა.

არაერთი იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ნაპოლი მზად არის ოსიმენის შესანარჩნებლად გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გაყიდოს და ეს დიდი ალბათობით კიმ მინ-ჯე იქნება.