Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ოსიმენის შეცვლას ფეიენორდის ფორვარდით გეგმავს

ნაპოლი ვიქტორ ოსიმენის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, თუმცა პარალელურად ნიგერიელი შემტევის პოტენციური შემცვლელების ძიებას შეუდგა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, პარტენოპეის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ოსიმენის წასვლის შემთხვევაში ფეიენორდის ფეხბურთელი სანტიაგო ხიმენესი იქნება.

22 წლის ფორვარდს, რომელიც დაახლოებით 40-45 მილიონად არის შეფასებული, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 15 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.