Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი პოლიტანოს კონტრაქტის გახანგრძლივებას ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დაადასტურებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლი და მატეო პოლიტანო ახალი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ და ფეხბურთელი გუნდთან ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გააფორმებს.

Il Mattino-ს ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრა სანაკრებო პაუზის დროს არის დაგეგმილი, რომელზეც პოლიტანო ნაპოლისთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მისი კიდევ 1 სეზონით გაგრძელების პერსპექტივით.

წყაროს ინფორმაციით, პოლიტანოს წლიური გასამრჯელო ახალი კონტრაქტის მიხედვით 3.5 მილიონი ევრო იქნება.