Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი, რომა და იუვე ფრატეზის ტრანსფერისთვის იბრძვიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, სასუოლოს ფეხბურთელის დავიდე ფრატეზისთვის ბრძოლა ნაპოლის, რომასა და იუვენტუსს შორის გრძელდება.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ნეროვერდის ფეხბურთელის პრიორიტეტი, როგორც მან არაერთხელ აღნიშნა, კვლავ რომაში თამაში გახლავთ, თუმცა თუ ჯალოროსიმ ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, გუნდი მოთხოვნილ 35-40 მილიონი ევროს გადახდას ვერ შეძლებს.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის ფრატეზის ტრანსფერზე ყველაზე მეტად ნაპოლი აქტიურობს, რომელიც პიოტრ ჟელინსკის პოტენციური შემცვლელის ძიებაშია და იტალიის ჩემპიონებს არც მოთხოვნილი თანხის გადახდა გაუჭირდებათ…