Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი სალერნიტანას ნახევარმცველით ინტერესდება

ნაპოლი სალერნიტანას ნახევარმცველის ლასანა კულიბალის ტრანსფერით ინტერესდება და სალერნოელებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

იტალიის ჩემპიონები ტანგი ნდომბელეს შემცვლელის ძიებაში არიან, რომელიც ტოტენჰემის რიგებს დაუბრუნდა და ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, პარტენოპეის პრიორიტეტი სწორედ კულიბალი გახლავთ.

წყაროს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელის გაფორმება ნაპოლის დაახლოებით 7-8 მილიონი ევრო დაუჯდება.