ნაპოლი სერია ა-ს ჩემპიონია !
სერია ა-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად მოიპოვა.
ლუჩიანო სპალეტის გუნდმა ჩატარებულ 33 მატჩში 80 ქულა დააგროვა და მე-2 პოზიციაზე მყოფ ლაციოს მათი დაწევის თეორიული შანსიც მოუსპო.
აღნიშნული სკუდეტო ნაპოლის ისტორიაში რიგით მე-3 გახლავთ, აქამდე კამპანიელებმა იტალიის ჩემპიონატი 1987 და 1990 წლებში მოიგეს.
#UdineseNapoli, il gol di #Osimhen e l'esultanza del Maradona impazzito pic.twitter.com/VDSQKotY5N
— calciomercato.com (@cmdotcom) May 4, 2023