Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი სეზონის ბოლოს მწვრთნელს კიდევ ერთხელ შეიცვლის…

ნაპოლიმ გუნდიდან რუდი გარსიას წასვლა და მის ადგილას ვალტერ მაცარის მისვლა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა იტალიური წყაროების ცნობით, ეს მხოლოდ დროებითი ნაბიჯია და პარტენოპეი სეზონის ბოლოს მწვრთნელს კიდევ ერთხელ შეიცვლის.

Il Mattino-ს ცნობით, მაცარი დე ლაურენტისის პირველი არჩევანი არ ყოფილა, თუმცა გუნდის სეზონის ბოლომდე ჩაბარებას მხოლოდ ის დათანხმდა, ამიტომ სერია ა-ს ჩემპიონებმა იტალიელი სპეციალისტის გუნდში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

წყაროს ინფორმაციით, დე ლაურენტისი სეზონის ბოლოს ანტონიო კონტეს დათანხმებას კიდევ ერთხელ ეცდება, მის ალტერნატივებად კი ვინჩენცო იტალიანო და რაფაელე პალადინო მოიაზრებიან.