Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი შტუტგარტის მცველზე მუშაობას აგრძელებს

ნაპოლისა და შტუტგარტს შორის ბერძენი მცველის კოსტანტინოს მავროპანოსის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

იტალიის ჩემპიონები კიმ მინ-ჯეს შემცვლელის ძიებას განაგრძობენ და 25 წლის უკანახაზელი მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

SportItalia-ს ცნობით, შტუტგარტი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვს, პარტენოპეის კი მის გასაფორმებლად 20 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ სურს.