Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი სპალეტისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლი უახლოეს პერიოდში ლუჩიანო სპალეტისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისმა იტალიელ სპეციალისტს უკვე აცნობა, რომ მის ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის გამოყენებას და ხელშეკრულების 1 წლით, 2024 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას გეგმავს.

გამოცემის ინფორმაციით, მომდევნო სეზონის მსვლელობისას მხარეები ახალი, ხანგრძლივი კონტრაქტის თაობაზე დაიწყებენ მუშაობას.