ნაპოლი უახლოეს დღეებში ოსიმენის აგენტს შეხვდება…
ვიქტორ ოსიმენის მიმართ არსებული დიდი ინტერესის მიუხედავად, ნაპოლის ნიგერიელი ფორვარდის გაყიდვა არ სურს და ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმების იმედი აქვს.
24 წლის ფეხბურთელმა ნაპოლის ტრიუმფალურ სეზონში ფუნდამენტალური როლი ითამაშა, კაპოკანონიერეს ჯილდო მიიღო და არაერთი ევროპული გრანდის ინტერესი დაიმსახურა, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისს, რომელიც კიმ მინ-ჯეს მანჩესტერში ტრანსფერს წინ ვერ აღუდგება, გუნდის კიდევ ერთი ლიდერის დაკარგვა არ სურს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დე ლაურენტისი ფეხბურთელის აგენტს მომდევნო კვირის ბოლომდე შეხვდება, რომელზეც მხარეები ოსიმენის მოამვალსა და მის შესაძლო ახალ კონტრაქტს განიხილავენ.