ნაპოლის ვეიგას ტრანსფერის დახურვა მიმდინარე კვირის ბოლომდე სურს
ნაპოლი ესპანელი ტალანტის გაბრი ვეიგას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და იმედი აქვს, რომ ფეხბურთელი მათ რიგებს კვირის ბოლომდე შეუერთდება.
სელტა 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის – 40 მილიონის გადახდას ითხოვს, იტალიის ჩემპიონები კი თავის მხრივ რამდენიმე მილიონის დაზოგვას ცდილობენ და სხვა პირობებს სთავაზობენ.
Il Mattino-ს ცნობით, ნაპოლი ვეიგას დიდი ალბათობით 35 მილიონი ევროს ფარგლებში გაიფორმებს, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 4 მილიონი დაემატება.