ნაპოლიმ გარსიას ტრადიციული წინასამატჩო პრეს-კონფერენცია გააუქმა…
ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუდი გარსია ემპოლისთან მატჩის წინ ტრადიციულ პრეს-კონფერენციას არ გამართავს.
პარტენოპეის არ დაუზუსტებია, თუ რატომ გაუქმდა პრეს-კონფერენცია, თუმცა იტალიური წყაროების ცნობით, ეს გუნდში არსებული დაძაბულობის კიდევ ერთი მანიშნებელია.
გარსიას ნაპოლიდან შესაძლო წასვლის თაობაზე სეზონის სტარტიდან მოყოლებული აქტიურად იწერება და ბერლინთან დაკარგული ქულების გამო აღნიშნული საკითხი იტალიურ მედიაში კვლავ აქტუალური გახდა…