ნაპოლიმ იუვენტუსის რეკორდის გაუმჯობესების შანსი დაკარგა…
საშინაო არენაზე მილანთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, ნაპოლიმ იუვენტუსის რეკორდის გაუმჯობესების თეორიული შანსი დაკარგა.
ნაპოლის ამ მომენტისთვის სერია ა-ს 28 ტურის შემდეგ 71 ქულა მოაგროვა და პოტენციურად გუნდს 101 ქულის მოგროვება შეუძლია, რაც იუვენტუსის მიერ 2013-14 წლებში დამყარებული ყველა დროის რეკორდს (102 ქულა) ჩამორჩება.