Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ ჟელინსკის პოტენციური შემცვლელი შეარჩია…

ნაპოლი პიოტრ ჟელინსკის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვა კვლავ ვერ ხერხდება და პარალელურად პარტენოპეი პოლონელის პოტენციური შემცვლელის ძიებას შეუდგა.

29 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება და მის მიმართ ინტერესს არაერთი გრანდი, მათ შორის ინტერი და იუვენტუსი იჩენენ.

Il Mattino-ს ცნობით, თუ ჟელინსკიმ ნაპოლი დატოვა, პარტენოპეი მის ნაცვლად უნიონ ბერლინის ლუკას ტუსარის გაფორმებას ეცდება, რომელიც დაახლოებით 15 მილიოანდ არის შეფასებული.