ნაპოლიმ კიმის შემცვლელი შეარჩია
იტალიურ მედიაში ნაპოლის მცველის კიმ მინ-ჯეს გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საუბრები არ წყდება და არაერთი წყაროს ცნობით, პარტენოპეის მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.
SportMediaset-ის ცნობით, თუ კიმმა სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა, დე ლაურენტისის პრიორიტეტული სამიზნე ატალანტას იტალიელი ტალანტი ჯორჯო სკალვინი იქნება, რომელსაც ლა დეა დაახლოებით 35-40 მილიონ ევროდ აფასებს.
წყაროს ცნობით, ნაპოლის სატრანსფერო სიაში გახლავთ ატალანტას ფორვარდი ადემოლა ლუკმანიც, რომელიც ვიქტორ ოსიმენის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.