Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ ოსიმენის შემცვლელთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

ნაპოლი ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და პარტენოპეიმ კანადელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

24 წლის ფეხბურთელი ნაპოლიში ვიქტორ ოსიმენის შეცვლის მთავარ კანდიდატად მოიაზრება და იტალიელებს სურთ, მისი ტრანსფერი სეზონის დასრულებამდე შეათანხმონ, რაც ზაფხულში ზედმეტ კონკურენციას აარიდებს თავიდან.

დანიელე ლონგოს ცნობით, ნაპოლისა და ფეხბურთელს შორის 5-წლიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ის სეზონში გასამრჯელოს სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს.