Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ პიოლისთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა

დანიელე ლონგოს ინფორმაციით, ნაპოლისა და სტეფანო პიოლის შორის პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და იტალიელი სპეციალისტის პარტენოპეის რიგებში მისვლას გაოფიციალურებაღა აკლია.

პიოლის 5-წლიანი თავგადასავალი მილანში სეზონის ბოლოს დასრულდება და წყაროს ცნობით, ის ნაპოლისთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც სტეფანოს გასამრჯელო სეზონში 3 მილიონი ევრო იქნება.

წყაროს ინფორმაციით, ნაპოლიმ სხვა ყველა კანდიდატთან მოლაპარაკებები შეაჩერა და პიოლის გუნდში მისვლას მიმდინარე თვის ბოლოს, სეზონის დასრულებისთანავე გააოფიციალურებს.